მთავარი › საკონდიტრო ბელა

საკონდიტრო ბელა





საკონდიტრო „ბელა“ გთავაზობთ არაკონვეირული მეთოდით დამზადებულ ნამცხვრებსა და ტორტებს. თითოეული ნამცხვარი თუ ტორტი მზადდება ინდივიდუალურად, ნატურალური საკვები პროდუქტების გამოყენებით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამოყენებული ნედლეულის ხარისხს, რათა მომხმარებელმა მიიღოს ის ნამცხვარი თუ ტორტი, რომელიც შეესაბამება მისმოთხოვნებს.ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა:მარგარინი, ხელოვნური კრემი, კვერცხის ფხვნილი, ესენციები, სტაბილიზატორები და სხვა ხელოვნური დანამატები. ასევე ჩვენ ვხელმძღვანელობთ დაბალი მარაგის პრინციპით, რაც გულისხმობს საწყობში ნედლეულის დაბალი მარაგის შენარჩუნებას, ეს კი თავის მხრივ გამორიცხავს ამ ნედლეულის გაფუჭების შესაძლებლობას. ტორტებისა და ნამცხვრების დამზადება ხდება ყოველდღიურად რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნაწარმი არის იმავე დღეს დამზადებული. გერმანული მასტერირებელი საშუალებების გამოყენებით ჩვენთან ასევე საიმედოდ დაცულია ჰიგიენური ნორმები.

 

ზემოთ თქმულიდან და მომხმარებელზე ორიენტირებულების პრინციპიდან გამომდინარე, 1993 წლიდან „ბელა“ გთავაზობთ ტორტებისა და ნამცხვრების მზარდ არჩევანს, სტაბილურად მაღალ ხარისხს, მიმზიდველ დიზაინს, და გემოს რომელსაც ენდობით.