ჩვენ შესახებ
საკონდიტრო საწარმო „ბელა“ პირველი ქართული საკონდიტრო ქსელია საქართველოში, რომელიც არაკონვეიერული მეთოდით, სახლური გემოებით, მიმზიდველი დიზაინითა და მრავალფეროვანი არჩევანით 1993 წლიდან დღემდე თქვენთვის საყვარელ დესერტებს ქმნის.
წარმოებაში გამოყენებული ნატურალური პროდუქტები, ხელმისაწვდომი ფასი და ფილიალების მრავალფეროვნება უკვე 33 წელია ჩვენი მომხმარებლისთვის შეუცვლელი ბრენდის სტატუსს გვანიჭებს.
გარდა სერიული დესერტებისა, ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ინდივიდუალური დიზაინის, გამორჩეული გემოს ტორტები თქვენი განსაკუთრებული დღეებისთვის: დაბადების დღე, ქორწილი, ნათლობა, კორპორატიული საღამო თუ ნებისმიერი სხვა სახის წვეულება ის არასრული ჩამონათვალია, რომლისთვისაც ჩვენი დიზაინერების გუნდი, იშვიათი ოსტატობით და განსაკუთრებული ხელწერით, ქმნის გემრიელ და დასამახსოვრებელ დესერტებს.
ბელას საფირმო, სერიული ნამცხვრები თუ საცალო დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ ჩვენს 14-ვე ფილიალში, რომელიც წარმოდგენილია ქალაქ თბილისსა და რუსთავში.