მთავარი › კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ხნით ადრე უნდა შევუკვეთო ტორტი?

იმისათვის რომ ჩვენ მოვასწროთ თქვენთვის სასურველი ტორტის დამზადება, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ვადები ტორტების შეკვეთისას:

  • საქორწილო 10 დღით ადრე
  • რთული საბავშვო ტორტები 5 დღით ადრე
  • საფირმო და ხილის ტორტები 1 დღით ადრე

გაქვთ თუ არა მიტანის სერვისი?

მიტანის სერვისს, ამ ეტაპზე, არ ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს. ნაწარმი მიეწოდება ჩვენს ფილიალებს.

საიდან შეიძლება შეკვეთილი ტორტების გატანა და ნამცხვრების შეძენა?

ტორტებისა და ნამცხვრების გატანა ხდება ჩვენი მაღაზიებიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონდიტროს საცხობიდან (რჩეულიშვილის ქუჩაზე) ტორტები და ნამცხვრები არ გაიცემა.

როგორ შევუკვეთო ტორტი?

ტორტის შეკვეთა შეგიძლიათ ტელეფონით (2 22 49 19 ან 2 22 56 87 ან 599 22 49 19 ) ან ჩვენს გვერდზე განთავსებული ანკეტის   მეშვეობით.

რისგან მზადდება ტორტი/ნამცხვარი?

ტორტები და ნამცხვრები მზადდება ნატურალური საკვები პროდუქტების გამოყენებით, როგორებიცაა კარაქი, კვერცხი, ფქვილი, და შაქარი. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: მარგარინი, ხელოვნური კრემი, კვერცხის ფხვნილი, ესენციები, სტაბილიზატორები და სხვა ხელოვნური დანამატები.

რა ზომისაა ტორტი?

ზომის მიხედვით საფირმო ტორტებიდან გამოდის დაახლოებით 25, 36, 50, 60 და 70 ნაჭერი. საქორწილო, კორპორაციული და ინდივიდუალური ტორტების ზომები შეიძლება განსაზღვრულ იქნას თქვენი სურვილის მიხედვით.

რა ტიპის ტორტები გაქვთ?

უძლებს თუ არა ტორტი ტრანსპორტირებას შორ მანძილზე?

თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით ტორტების ტრანსპორტირება შეიძლება უპრობლემოდ. შედარებით შორ მანძილებზე (თბილისიდან სხვა ქალაქში) ტორტის ტრანსპორტირების შესაძლებლობა დამოკიდებულია ტორტის ფორმაზე, შიგთავსზე, ჰაერის ტემპერატურაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე. ძირითადად ტრანსპორტირებას შორ მანძილზე ექვემდებარება წინასწარ კარგად გაყინული „საფირმო“ ტორტი. საქორწილო, ხილის და შოკოლადის ტორტები ზოგადად შორ მანძილზე ტრანსპორტირებადი არ არის.

რა ღირს ტორტი/ნამცხვარი?

ტორტებისა და ნამცხვრების ფასები შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი ტორტისა თუ ნამცხვრის სურათის გამოძახებისას მთავარ გვერდზე 

აკეთებთ თუ არა საბავშვო ტორტებს?

ჩვენი საბავშვო ტორტების ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ აქ. ჩვენ ასევე დაგიმზადებთ თქვენ სურვილის შესაბამის ინდივიდუალურ ტორტს.

აკეთებთ თუ არა სამარხვო ტორტს?

მარხვის პერიოდში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამარხვო 10 ლარიანი და 20 ლარიანი ტორტიკები.

აკეთებთ თუ არა კორპორატიულ ტორტს?

თუ თქვენი ფირმა გეგმავს კორპორატიული საღამოს გამართვას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ თქვენთვის სასურველი დიზაინის და ფორმის ტორტი კორპორატიული სიმბოლიკით. ჩვენს მიერ დამზადებული კორპორატიული ტორტების ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ აქ

აკეთებთ თუ არა საქორწილო ტორტს?

თუ თქვენ გსურთ შეუკვეთოთ საქორწილო ტორტი, ჩვენ დაგიმზადებთ ინდივიდუალურ ტორტს, სადაც თქვენ შეგეძლებათ განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი ფორმა, ფერი, მორთულობა, სართულების რაოდენობა და სხვა დეტალები. ჩვენს მიერ დამზადებული საქორწილო ტორტების ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გააკეთებთ თუ არა ტორტს თუ გამოგიგზავნით ტორტის სურათს?

თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტორტის ფოტო და გსურთ დაგიმზადდეთ იდენტური ან მსგავსი ტორტი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ტორტის სურათი ელ. ფოსტაზე torti_bela@yahoo.com (office@bela.ge)

რა არის მარციპანი?

მარციპანი არის მასა რომელიც ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში. იგი მიიღება დაფქული ნუშისა და შაქრის შეზავებით

რისგან შედგება სამარხვო ნამცხვარი?

სამარხვო ნამცხვრის დამზადების დროს ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ  გამოყენებულ ინგრედიენტებს. შესაბამისად ნამცხვრები მზადდება მხოლოდ მცენარეული საკვები პროდუქტებისგან.

როდის კეთდება ტორტი ან ნამცხვარი?

მაღაზიაში შეძენილი ტორტი თუ ნამცხვარი არის იმავე დღის დამზადებული. დამზადების დრო და თარიღი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტორტის ყუთების სახურავზე.

რა საბავშვო თემები/აქსესუარები გაქვთ?

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საბავშვო თემები/ფიგურები/აქსესუარები როგორც გოგონებისთვის ისე ბიჭებისთვის. მათი ნახვა შეგიძლიათ აქ.