ახალი დამატებული

ჩვენს შესახებ

საკონდიტრო „ბელა“ გთავაზობთ არაკონვეირული მეთოდით დამზადებულ ნამცხვრებსა და ტორტებს. თითოეული ნამცხვარი თუ ტორტი მზადდება ინდივიდუალურად, ნატურალური საკვები პროდუქტების გამოყენებით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამოყენებული ნედლეულის ხარისხს, რათა მომხმარებელმა მიიღოს ის ნამცხვარი თუ ტორტი, რომელიც შეესაბამება მის მოთხოვნებს. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: მარგარინი, ხელოვნური კრემი, კვერცხის ფხვნილი, ესენციები, სტაბილიზატორები და სხვა ხელოვნური დანამატები.
ასევე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ დაბალი მარაგის პრინციპით, რაც გულისხმობს საწყობში ნედლეულის დაბალი მარაგის შენარჩუნებას, ეს კი თავის მხრივ გამორიცხავს ამ ნედლეულის გაფუჭების შესაძლებლობას.

საკონდიტრო "ბელა"-ში მზადდება მრავალი სახის ტორტი თუ ნამცხვარი ყველა საზეიმო ვითარებისთვის. საბავშვო თუ სადღესასწაულო, კორპორატიული თუ საქორწილო ტორტები, საცალო თუ დასაჭრელი, სამარხვო თუ არასამარხვო ტორტები - ეს არის იმ კატეგორიების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც გთავაზობთ ჩვენი საკონდიტრო. 

ტორტების ნიმუშები, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე აქვე, ან თუ ეწვევით ჩვენს ფეისბუქ გვერდს "საკონდიტრო ბელა". თქვენს მიერ შკვეთილ ტორტებს ჩვენ მივიტანთ თქვენთვის სასურველ ფილიალში, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე "საკონტაქტო ინფორმაციის" კატეგორიაში. ჩვენივე ფილიალებში, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა აქსესუარი ტორტის თქვენი გემოვნებით გასაფორმებლად. 
 
 
ტორტებისა და ნამცხვრების დამზადება ხდება ყოველდღიურად რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ შეძენილი ნაწარმი არის იმავე დღეს დამზადებული. 
 
ზემოთ თქმულიდან და მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე, 1993 წლიდან „ბელა“ გთავაზობთ ტორტებისა და ნამცხვრების მზარდ არჩევანს, სტაბილურად მაღალ ხარისხს, მიმზიდველ დიზაინს და გემოს რომელსაც ენდობით.